რუსთავი 2:1 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. რუსთავმა საკუთარ მოედანზე თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და მორიგი მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ვარლამ კილასონიას გუნდმა ანგარიში შეხვედრის 49-ე წუთზე ბექა ქავთარაძის მიერ გატანილი გოლით გახსნა. რამდენიმე წუთში მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ირაკლი კომახიძე გააძევა და მასპინძლები რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩდნენ. შესაბამისად არც ანგარიშში სხვაობის გაზრდა გასჭირვებიათ. 74-ე წუთზე თბილისელთა კარი ლაშა ქოჩლაძემ აიღო. დარჩენილ დროში ლოკომოტივმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. დათო კირკიტაძემ 81-ე წუთზე გაიტანა.
28 ტურის შემდეგ რუსთავმა 33 ქულა დააგროვა, მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა და გასავარდნ ზონას მოშორდა. ლოკომოტივის აქტივში კი 37 ქულაა და მე-5 ადგილზე იმყოფება.
სიონი 2:0 ტორპედო
რამდენიმე მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა ბოლნისის სიონმა. თემურ შალამბერიძის გუნდმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს ორბურთიანი სხვაობით სძლია. შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, ხოლო ორამდე უპირატესობა ლევან ხმალაძემ მატჩის 52-ე წუთზე გაზარდა.
ამ დროისთვის სიონი 30 ქულით მერვე ადგილზეა. ტორპედო კი 40 ქულით მეოთზე ადგილს იკავებს.
ბათუმის დინამო 1:0 საბურთალო
ტურის ცენტრალურ შეხვედრას ანგისას ბაზამ უმასპინძლა, სადაც ბათუმის დინამომ საბურთალო მიიღო და მძიმე ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდები ფრთხილობდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეტევებს მოუხშირეს და ერთ-ერთი მათგანი გოლითაც დასრულდა. ბათუმელთა უპირატესობა მას შემდეგ გახდა თვალსაჩინო რაც სტუმარები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. მატჩის მთავარმა არბიტრმა უხეშობითვის ელვინ ტერა გააძევა.
ამ გამარჯვებით ბათუმის დინამომ კონკურენტები დამაჯერებლად ჩამოიტოვა.
28 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. საბურთალო კი 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                