მიხეილ მესხის სახელობის არენაზე დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საბურთალო და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ. ბუნებრივია მასპინძლები გამოკვეთილ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა მოვლემები მოედანზე სხვაგვარად განვითარდა. პირველ ტაიმში სტუმრები მეტად აკონტროლებდნენ ბურთს და ტაიმის მიწურულს ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. საბურთალოდ კარში გოლი ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანა.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე საბურთალოსთვის სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლები მეტად გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტებსაც ხშირად ქმნიდნენ. ცალკე არნისვნის ღირსია ტორპედოს 16 წლის გოლკიპერის საიმედო თამაში. 79-ე წუთზე გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა მაინც მოახერხეს სტუმართა კარში გოლის გატანა. ანგარიში შეხვედრაში ცვლილებაზე შემოსულმა ლუკა ლაკვეხელიანმა გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ საბურთალომ მეტოქე კარის მიმართულებით ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა, რასაც მატჩის ბოლო წუთზე ქუთაისელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, თუმცა ოგნიენ როლოვიჩის დარტყმული დავით ასათიანმა მოიგერია და თავის გუნდს ქულა მოუტანა.
ამ დროისთვის საბურთალოს 51 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. ქუთაისის ტორპედო კი 40 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო თბ
სამგურალი
სპაერი
დინამო ბთ
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
თელავი
სიონი
გორი