16 სექტმებერს დეველოპერულმა კომპანია არქიმ ს.კ. სამტრედიასთან ხელშეკრულება, გააფორმა და იმერული კლუბის გენერალური სპონსორი გახდა. ხელის მოწერის ცერემონია სამტრედიის სტადიონზე გულშემატკივრების თანდასწრებით გაიმართა.
„ჩვენი, არქის, მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებასთან ერთად ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა. ჩვენ აქამდეც აქტიურად ვმონაწილეობდით სპორტულ აქტივობებში. ამიერიდან კი ჩვენი და „სამტრედიის“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და ჩვენს გულშემატკივარს უამრავ აქტივობას ვპირდებით“, - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.
„მოხარულები ვართ სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებით. ვთვლით, რომ მსგავსი პრეცედენტები ჩვენი გუნდის პერსპექტივასაც ისევე თანაბრად წაადგება, როგორც - ქართული სპორტის განვითარებას. არქის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიმედოვნებთ, რომ ამ კოლაბორაციით „სამტრედია“ საქართველოს ჩემპიონობასაც მოიპოვებს“, - ამბობენ სამტრედიის საფეხბურთო კლუბში.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913