კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთეს საბურთალო და საჩხერის ჩიხურა დაუპირისპირდნენ. მოქმედი ჩემპიონებისთვის სოსო ფრუიძის გუნდი უხერხულ მეტოქედ ითვლება, ასე იყო ბოლო მატჩშიც. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს სტუმრების კარში. დინო ჰამზიჩის კარი 55-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ საჩხერელი ფეხბურთელები მეტად გააქტიურდნენ, სახიფათო მომენტებიც შექმნეთ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.ამჯერად საბურთალომ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და კონკურენტებს ქულათა რაოდენობით მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქურ გუნდს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ამ დროისთვის საბურთალოს აქტივში 47 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. საჩხერის ჩიხურა კი 31 ქულით მე-6 ადგილზეა.
ფოტო: გიორგი არჯევანიძე
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი