კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის პირველ შეხვედრაში ერთბანეთ თბილისის დინამო და გორის დილა დაუპირისპირდნენ. მასპინძლები, რომელიც ამ წყვილში გამოკვეთილი ფავორიტები იყვნენ, შეხვედრის მე-13 წუთზე ლევან კუტალიამ დააწინაურა. 29-ე წუთზე ორამდე დედაქალაქელთა უპირატესობა ნოდარ ქავთარაძემ გაზარდა.
მატჩის მეორე ნახევარი კვლავ დინამოს უპირატესობით გაგრძელდა. თამაშის 57-ე წუთზე მესამე გოლი გორელთა კარში ლევან კუტალიამ გაიტანა და დუბლი მიითვალა.თბილისელებმა შეხვედრის დასრულებამდე კიდევ ორჯერ აიღეს დილას კარი. ამჯერად გატანილი გოლებით თავი ცვლილებაზე შემოსულმა აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გამოიჩინეს.
ამ გამარჯვებით თბილისის დინამომ 51 ქულა დააგროვა და ისევ დაუბრუნა სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია. გორის დილა კი 27 ქულით გათამაშების ცხრილის მე-8 ადგილზეა.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი