- ტორპედო ქუთაისი 0:1 დინამო თბილისი
- 0:1 - ლევან კუტალია (23)
დღეს წაყლტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ქუთაისის ტორპედომ თბილისის დინამოს ქართულ დერბიში უმასპინძლა და მეტოქესთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
დინამოელებმა შეხვედრა ყოფილი ტორპედოელის - ლევან კუტალიას გოლით მოიგეს. კუტალიამ ქავთარაძის პასი საჯარიმოში დაამუშავა და ზუსტი დარტყმით ქუთაისელთა კარი აიღო.
თუმცა ძველი კლუბისადმი პატივისცემის ნიშნად დინამოელთა 19 ნომერს გოლი არ აღუნიშნავს. დინამო შემდეგ შეხვედრას 25 აგვისტოს დინამო არენაზე რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.
გათამაშების ლიდერისგან განსხვავებით, მეხუთე ადგილოსანი ტორპედო მომდევნო ტურს გასვლაზე ითამაშებს - კახა ჩხეტიანის გუნდი 24 აგვისტოს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის დილას დაუპირისპირდება.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი