ტორპედო 0:1 რუსთავი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს 23-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ წყალტუბოში აუტსაიდერი რუსთავი მიიღო და სამი ქულა დაკარგა. მატჩის პირველი ტაიმი, რომელიც თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი სტუმრებმა 61-ე წუთზე გაიტანეს. როინ კვასხვაძის კარი ლუკა სილაგაძემ აიღო. დღევანდელი გამარჯვებით ვარლამ კილასონიას გუნდმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონაში ზედიზედ წაუგებელი თამაშების რიცხვი ექვსამდე გაზარდა და გასავარდნი ზონის დატოვების რეალური შანსი გაჩნდა.
23 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს 34 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 პოზიციაზე. რუსთავმა 25 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილს იკავებს, თუმცა უშუალო კონკურენტებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
ჩიხურა 2:2 სიონი
პარალელურად გაიმართა შეხვედრა ივანწმინდაში, სადაც საჩხერის ჩიხურამ ბოლნისის სიონს უმასპინძლა. დაპირისპირებაში ანგარიში ტერთმეტმეტრიანი დარტყმით მასპინძლებმა 29-ე წუთზე გახსნეს. გოლი გიორგი კორიფაძემ გაიტანა. სტუმრებმა წინასწორობა მეორე ნახევრის დებიუტშივე შეძლეს. კახა კახაბრიშვილმა ანგარიში 48-ე წუთზე გაათანაბრა.რამდენიმე წუთში ჩიხურა ბესიკ დეკანოიძის გოლით ისევ დაწინაურდა, თუმცა ბოლომდე მასპინძლებმა ეს უპირტესობა ვერ შეინარჩუნეს. ჯაბა უგულავამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სიონს ქულა მოუტანა.
ამ დროისთვის საჩხერის ჩიხურას 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, ბოლნისის სიონი კი 26 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
სპაერი
სამგურალი
დინამო თბ
მეშახტე
რუსთავი
იბერია 1999
ტორპედო
დინამო ბთ
გაგრა
დილა
ოდიში 1919
მერანი მრ
თელავი
გარეჯი
არაგვი
შტურმი
სიონი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913