კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ერთვიანი შესვენების შემდეგ 22-ე ტურის შეხვედრებით განახლდა.
ბოლნისის სიონი 1:0 ვიტ ჯორჯია
ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების აუტსაიდერები ბოლნისის სიონი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. აშნიშნული დაპირისპირება ბოლნისელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.
22 ტურის შემდეგ ბოლნისელებს 25 ქულა დაუგროვდათ და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე არიან. ვიტ ჯორჯია კი 15 ქულით ისევ ბოლო პოზიციაზეა.
ლოკომოტივი 0:6 დინამო თბილისი
სრულფასოვანი რევანში აიღო თბილისის დინამომ თანაქალაქელ ლოკომოტივთან, რომელიც გასვლაზე დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ მეორე წრის დაპირისპირება ლოკომოტივმა დღევანდელ მეტოქეს 3-1 მოუგო. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მასპინძელთა კარში დუბლი ნიკა ნინუამ შეასრულა, ხოლო თითო გოლი ანგარიშზე ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ მიითვალეს.
დღევანდელი წაგებით ლოკომოტივმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო თბილისის დიმამომ კი ზედიზედ მოგებული თამაშების სერია 8-მდე გაზარდა.
ამ დროისთვის თბილისის დინამოს 44 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ლოკომოტივი 32 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
ბათუმის დინამო 0:0 გორის დილა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე თამაში ვერ მოიგო ბათუმის დინამომ. 22- ტურში გია გეგუჩაძის გუნდი ანგისაზე გორის დილას დაუპირისპირდა და მორიგო ორი ქულა დაკარგა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარი გუნდებმა თანაბარ ბრძოლაში წარმართეს. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ მომენტების რეალიზება მაინც ვერ მოახერხეს. გორის დილა ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით ბათუმში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ლოგიკური ქულაც მოიპოვა.
22 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს ანგარიშზე 40 ქულა და გუნდი ამ მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე იმყოფება. გორის დილა კი 26 ქულით მე-7 ადგილზეა.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                