- დინამო თბილისი 3:0 გაბალა
- დინამო შემდეგ ეტაპზეა, ჩიხურა ევროპის ლიგას გამოეთიშა...
თბილისის დინამომ აზერბაიჯანული გაბალა ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე რაუნდში ჰოლანდიურ გრანდს - ფეინოორდს დაუპირისპირდება.
შეხვედრაში დუბლი გაიტანა დინამოს კაპიტანმა - ლევან შენგელიამ, შენგელიას ულამაზეს გოლს მესამე კლუბის ახალწვეულმა, განელმა ლეგიონერმა - კვამე კარიკარიმ მესამე დაუმატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ფეინოორდთან პირველი მატჩი როტერდამში, 8 აგვისტოს დე კუიპზე გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას 15 აგვისტოს თბილისის დინამო არენა უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბის და ფეინოორდის ევროთასებზე დაპირისპირების ისტორია 1981 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ნოდარ ახალკაცის დინამომ თასების თასის ნახევარფინალურ მატჩში, 8 აპრილს ჰოლანდიური გრანდი თბილისში 3:0 დაამარცხა, ხოლო 15-ში დე კუიპზე შეხვედრა 2:0 დათმო.
- ჩიხურას მარცხი პიტოდრიზე
საჩხერის ჩიხურა ევროპის ლიგის მეორე რაუნდში შოტლანიის ერთ-ერთ წამყვან კლუბს - აბერდინს დაუპირისპირდა. საშინაო მატჩი თბილისში საჩხერლებმა დაძაბულ ბრძოლაში 1:1 ითამაშას, ხოლო გასვლაზე შოტლანდიის ჩრდილოეთში სოსო ფრუიძის გუნდი დიდი ანგარიშით - 5:0 დამარცხდა და ევროთასებს გამოეთიშა.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მერანი მრ
მეშახტე
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ