- ზაგრების დინამო 3:0 საბურთალო
- ჭაიბრიშვილის გუნდი ევროპის ლიგაზე არარატ-არმენიას დაუპირისპირდება
ევროტურნირებზე პირველად მოასპარეზე საბურთალო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ზაგრების დინამოსთან მაკსიმირზე მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
თუმცა კლუბი ევროტურნირებზე ასპარეზობას განაგრძობს, სადაც თბილისელები ევროპის ლიგის მესამე რაუნდში სომხეთის ჩემპიონს - არარატ-არმენიას დაუპირისპირდებიან.
არარატ-არმენია ახალი კლუბია, 2017 წელს დაარსდა და სულ რაღაც 2 სეზონში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. გუნდს ვარდან მინასიანი წვრთნის, რომლის სომხეთის ნაკრებსაც 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
სომხეთის ჩემპიონი საბურთალოს 8 აგვისტოს ერევანში უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი