ქუთაისის ტორპედომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. კახა ჩხეტიანის გუნდმა ყაზახურ ორდაბასთან ორიმატჩიანი დაპირისპირება საერთო ჯამში 0-3 დათმო. მინიმალური ანგარიშით წაგებული გასვლითაი შეხვედრის შემდეგ ქუთაისელებმა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ჩატარებული საშინაო მატჩი ორბურთიანი სხვაობით წააგეს.
ევროპა ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს თბილისის დინამო, რომელმაც ანდორული ენგორდანი გასვლაზეც დაამარცხა. საშინაო დაპირისპირებისგან განსხვავებით, სადაც დინამომ მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა, განმეორებით მატჩში მოკრძალებული ანგარიში დაფიქსირდა. თბილისელებმა ენგორდანს აბდელ მეჯუბის მიერ გატანილი გოლის წყალობით 1-0 მოუგეს.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამო აზერბაიჯანულ გაბალას დაუპირისპირდება.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი