ტორპედო 0:2 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და თბილისის ლოკომოტივი დაუპირისპირდნენ. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე მასპინძლები დედაქალაქელებთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. გოლი 71ე წუთზე ლაშა გვალიამ გაიტანა. ლოკომოტივის უპირატესობა კი ირაკლი სიხარულიძემ 86- წუთზე გაზარდა. ამრიგად დედაქალაქურმა გუნდმა საფებურთო ჩემპიონატჩი წაუგებლად ზედიზედ მე-9 შეხვედრა ჩაატარა.
21 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს აქტივში 34 ქულა რჩება და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. 32 ქულა აქვს ლოკომოტივს და მე- 5 პოზიციაზეა.
ვიტ ჯორჯია 0:0 ჩიხურა
უგოლოდ დასრულდა ვიტ ჯორჯიასა და საჩხერის ჩიხურას დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ სოსო ფრუიძის გუნდს ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შეექმნა ვერცერთი მათგანის რეალიზება ვერ მოახერხა.
ამ დროისთვის ვიტ ჯორჯიას 15 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის ბოლო საფეხურზეა. ჩიხურა კი 27 ქულით მე- ადგილს იკავებს.
საბურთალო 2:2 რუსთავი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო საბურთალომ. ამჯერად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა აუტსაიდერ რუსთავთან დაკარგა ქულები. რუსთაველებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვეს. მე-17 წუთზე ლაშა ქოჩლაძემ თავისი გუნდი დააწინაურა. 39-ზე კი მანვე დუბლი გაიფორმა და სტუმრები უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. საბურთალომ ტაიმი დასრულებამდე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გეგა დიასამიძემ გაიტანა. შეხვედრის მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა წონასწორობის აღდგენა მხოლოდ 74-ე წუთზე შეძლეს. გატანილი ბურთით თავი ისევ დიასამიძემ გამოიჩინა. დარჩენილ დროში მოქმედ ჩემპიონებს რამდენიმე შანსი ჰქონდათ სამი ქულის მოსაპოვებლად, მაგრამ რეალური საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს.
21 ტურის შემდეგ საბურთალო 40 ქულით გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა. რუსთავს კი 19 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.
ფოტო: გიორგი არჯევანიძე (c)
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                