- საბურთალო მოლდოვის ჩემპიონს შეხვდება...
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი - საბურთალო მოლდოვურ ტირასპოლის შერიფთან ითამაშებს.
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში კი გუნდები ასე განაწილდა - თბილისის დინამოს, სან მარინოს ლა ფიორიტასა და ანდორის ენგორდანს შორის გამარჯვებული შეხვდება; ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს დაუპირისპირდება, ხოლო სოსო ფრუიძის საჩხერის ჩიხურა ლუქსემბურგის ფიოლასთან ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგა (საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი)
• ტირასპოლის შერიფი (მოლდოვა) V საბურთალო
ევროპა ლიგა (საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი)
• დინამო თბილისი V ლა ფიორიტა (სან მარინო)/ენგორდანი (ანდორა)
• ორდაბასი (ყაზახეთი) V ტორპედო
• ფოლა (ლუქსემბურგი) V ჩიხურა
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი