კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ბათუმის დინამო ბოლნისთან გამარჯვების შემდეგ საბურთალოს დაეწია და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

ლოკომოტივი 2:0 ჩიხურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ისევ მოიგო თბილისის ლოკომოტივმა. დედაქალაქელებმა ამჯერად საჩხერის ჩიხურას სძლიეს და  აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს. მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში არსებული სათამაშო უპირატესობა კი ლოკომოტივმა 85-ე წუთზე გოლად აქცია.

ლევან კორღალიძის გუნდი შოთა შეყილაძემ დააწინაურა.  შეხვედრის მიწურულს კი საჩხერელთა კარი ირაკლი სიხარულიძემ აიღო. 16 ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივს 21 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. საჩხერის ჩიხურა 22 ქულით 22 ქულით მე- ადგილზეა. 

ბათუმის დინამო 5:1 ბოლნისის სიონი

გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო საშინაო შეხვედრა ბათუმის დინამომ, რომელმაც ბოლნისის სიონს 5 გოლი გაიტანა. სტუმრებმა საპასუხოდ მხოლოდ ერთის გატანა შეძლეს. ანგარიში 38-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა, რომელსაც 62-ე წუთზე რამოსის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. ოთხ წუთში ბენჟამინ ტეიდის მიერ გატანილი ულამაზესი გოლის წყალობით ბათუმელები უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებნენ.

77-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გოლით კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და დუბლი მიითვალა, ხოლო საბოლოო შედეგი ნიკოლოზ საბანაძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დააფიქსირა. ერთადერთი ბურთი მასპინძლებმა 85-ე წუთზე გაიტანეს, რომლის ავტორიც რომან ჩაჩუა გახდა.

ამ დროისთვის ბათუმის დინამოს ისევე, როგორც საბურთალოს 34 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ლიდერობს. ბოლნისის სიონი კი 21 ქულით მე-7 პოზიცია უჭირავს.