საჩხერის ჩიხურა 1:2 ბათუმის დინამო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში უმნიშვნელოვანესი სამი ქულია მოიპოვა ბათუმის დინამომ, რომელმაც გასვლით შეხვედრაში საჩხერის ჩიხურა ანგარიშით 2-1 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდმა, მატჩი, რომელსაც აგებდა შემოატრიალა და მოპოვებული სამი ქულის შემდეგ სატურნირო ცხრილს ისევ სათავეში ჩაუდგა.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-18 წუთზე დემურ ჩიხლაძის მიერ გატანილი გოლით გახსნეს, მაგრამ წონასწორობის აღდგენა ბათუმელებმა მალევე შეძლეს. 33-ე წუთზე საჩხერელთა კარში გოლი ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა.
დაპირისპირების მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. სოსო ფრუიძის გუნდი პერიოდულად მეტოქის კართან სიტუაციას ამწვავებდა, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა. თამაშის მიწურულს ბათუმელებმა მეორე ბურთიც შეაგდეს მასპინძელთა კარში. გამარჯვების გოლი გიორგი ჯანელიძემ გაიტანა.
15 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 31 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება. საჩხერის ჩიხურას 22 ქულა რჩება და მე-4 ადგილზე რჩება.
ვიტ ჯორჯია 0:3 ლოკომოტივი
ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო თბილისის ლოკომოტივმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. თბილისის დინამოსა და გორის დილას დამარცხების შემდეგ დედაქალაქელებმა დღეს ვიტ ჯორჯიას დიდი ანგარიშით მოუგეს.
ლოკომოტივმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ვიტ ჯორჯიას კარში გოლები თორნიკე კირკიტაძემ, ირაკლი სიხარულიძემ და თორნიკე ძებნიაურმა გაიტანეს.
15 ტურის შემდეგ ლოკომოტივმა 18 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ გუნდმა გასავარდნი ზონა პირველად დატოვა. 11 ქულა აქვს ვიტ ჯორჯიას, რომელიც მე-9 ადგილზე იმყოფება.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
