კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

ლოკომოტივმა ზედიზედ მეორედ მოიგო, ბათუმის დინამო პირველზეა!

  •  ჩიხურამ სიონს პირველი წრის ანგარიში გაუმეორა 

ბოლნისის სიონი 0:5 საჩხერის ჩიხურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის პირველი შეხვედრა, რომელიც ბოლნისის სიონსა და საჩხერის ჩიხურას შორის გაიმართა , მასპინძელთა გამანადგურებელი მარცხით დასრულდა.  საჩხერელებმა  მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს.  აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეშიც სოსო ფრუიძის გუნდმა ბოლნისელები ანალოგიური შედეგით დაამარცხა. დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელთა კარში  პირველი გოლი ბიძინა მახარობლიძემ მატჩის დებიუტშივე შეაგდო და მე-7 წუთზე   თავისი გუნდი დააწინაურა, მე-10 წუთზე ორამდე უპირატესობა მიშიკო სარდალიშვილმა  გაზარდა. 7 წუთში მესამედ სიონის კარი გიორგი ფანცულაიამ აიღო. 29-ე წუთზე კი ბესო დეკანოიძემ მეოთხეც გაიტანა და შესვენებაზე გუნდები სწორედ ამ ანგარიშით გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარში სტუმრები  უფრო მოკრძალებულები იყვნენ.  ჩიხურამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, სადალიშვილმა დუბლი გაიფორმა.

14 ტურის შემდეგ ბოლნისის სიონი 20 ქულით  მე-6 ადგილზეა, ხოლო ჩიხურამ კი 22 ქულა მოაგროვა და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ლოკომოტივი 1:0 გორის დილა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო თბილისის ლოკომოტივმა. თბილისის  დინამოს დამარცხების შემდეგ ლევან კორღალიძის გუნდმა საკუთარ მოედანზე გორის დილა დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი დავით სამურკასოვმა გაიტანა.

ამ დროისთვის ლოკომოტივს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს. გორის დილა კი 17 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

ბათუმის დინამო 2:0 ვიტ ჯორჯია

 სამი ქულა მოიპოვა ბათუმის დინამომაც, რომელმაც ანგისას ბაზაზე ვიტ ჯორჯია მიიღო. შეხვედრა ბათუმელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო და ეს მოცემულობა მთელი თამაშის განმავლობაში შენარჩუნდა. გია გეგუჩაძის გუნდმა აღნიშნულ მატჩში უაამრავი საგოლე მომენტის შექმნა მოახერხა, თუმცა სტუმართა კარში მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო. დაპირისპირებაში ანგარიში 27-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ორამდე ბენჟამენ ტაიდმა  ძალიან ლამაზი გოლით გაზარდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის დინამოს 28 ქულა დაუგროვდა და ისევ გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.  ვიტ ჯორჯიას აქტივში 11 ქულაა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.