თბილისის დინამო 1:3 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დასკნით შეხვედრაში თბილისის დინამო მოულოდნელად აუტსაიდერ ლოკომოტივთან დამარცხდა. დედაქალაქური დერბი ლევან კორღალიძის შეგირდებმა დამაჯერებლად, ანგარიშით 3-1 მოიგო. ლოკომოტივის ფეხბურთელებმა თამაში პირველივე წუთებიდანვე აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს. ანგარიში სტუმრებმა სამურკასოვის გოლით გახსნეს.
შეტევის მომენტში დინამოელთა გოლკიპერმა ტრავმა მიიღო და მოედანზე დაეცა, რითაც სამურკასოვმა ისარგებლა და ცარიელ კარში ბურთი მარტივად მოათავსა. მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის მეორე ნახევარში გაათანაბრეს.
ნიკა ნინუამ ჯარიმიდან დაარტყა და ბულისკერიას შანსი არ დაუტოვა. გატანილი გოლის შემდეგ დინამო გააქტიურდა, მაგრამ მეორე ბურთის გასატანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩის 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რევაზ ინჯგიამ ლოკომოტივი წინ გაიყვანა, ხოლო 90-ე წუთზე თამაშში საბოლოო წერტილი ირაკლი სიხარულიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამჯერად თბილისის დინამომ კონკურენტების ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა და 13 ტურის შემდეგ არსებული 20 ქულით ისევ მე-4 პოზიციაზე რჩება სატურნირო ცხრილში. დღევანდელი გამარჯვებით ლოკომოტივმა ქულათა მარაგი 12- მდე გაზარდა და ბოლო ადგილიდან მე-8-ზე გადაინაცვლა.
გორის დილა 1:0 ბათუმის დინამო
მე-13 ტურის შეხვედრა წააგო გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბათუმის დინამომ. გია გეგუჩაძის გუნდი გასვლაზე გორის დილას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე კოუგბენიამ გაიტანა.
ამ დროისთვის გორელები17 ქულით მე-7 ადგილზე არიან, ხოლო ბათუმის დინამო კი 25 ქულით მეორე პოზიციაზე დაქვეითდა.
საჩხერის ჩიხურა 0:0 რუსთავი
გატანილი გოლის გარეშე დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაპირისპირება , რომელიც საჩხერის ჩიხურასა და რუსთავს შორის გაიმართა. მიუხედავად რამდენიმე საგოლე მომენტის არსებობისა ორივე გუნდის კართან, გოლის გატანა ვერცერთმა შეძლო.
13 ტურის შემდეგ საჩხერელებს 19 ქულა დაუგროვდათ და მე-6 ადგილს იკავებენ. რუსთავი კი 10 ქულით ბოლო პოზიციაზეა.
ფოტო: ზიზუ ჯიქია (c)
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                