- ვიტ ჯორჯია 1:0 თბილისის დინამო
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის დინამომ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში დედაქალაქელებმა ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრა მინიმალური ანგარიშით დათმეს. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა გოლის გატანასთან ახლოს უფრო მასპინძლები იყვნენ ახლოს. დაპირისპირების მეორე ტაიმში კი ვიტ ჯორჯიამ ანგარიშის გასხნა და გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მოახერხეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ზურაბ სეხნიაშვილმა შეაგდო. დინამოელები თამაშის მიწურულს გააქტიურდნენ, მაგრამ მეტოქე თავის დაცვას კარგად ახერხებდა.
პირველი წრის ბოლო მატჩში წაგებით თბილისის დინამო სატურნირო ცხრილში ორი საფეხურით დაქვეითდა და 16 ქულით მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. ვიტ ჯორჯია კი 11 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.
- საჩხერის ჩიხურა 0:0 ქუთაისის ტორპედო
ქულები დაკარგა დღეს ქუთაისის ტორპედომაც. კახა ჩხეტიანის გუნდი გასვლაზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა. აღნიშნული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. არსებული მომენტების მიუხედავად როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მხრიდან, გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა.
ამ დროისთვის ქუთაისის ტორპედოს 17 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ჩიხურა კი 14 ქულით 5 ადგილზეა.
ფოტო: ბადრი კეთილაძე (c)
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი