კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური ლოკომოტივისა და თბილისის დინამოს დაპირისპირებით დასრულდა. სტუმრებს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ ორი შეხვედრა ჰქონდა წაგებული და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა.
ლოკომოტივთან თამაშში დინამოელებმა ანგარიში 38 -ე წუთზე გახსნეს ლევან კუტალიას მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით. გარდა ანგარიშში უპირატესობისა, სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვეს. მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან თორნიკე ძებნიაური გააძევა.
შეხვედრის მეორე ნახევარში დინამომ კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხა. ორამდე უპირატესობა გიორგი ზარიამ გაზარდა, ლევან შენგელიამ მესამე ბურთი კიდევ ერთი თერმეტმეტრიანდან გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნიკა ჭანტურიას ავტო-გოლით დაფიქსირდა.
4 ტურის შემდეგ დინამოს და ლოკომოტივს 6-6 ქულა აქვთ და მე-3 მე-4 პოზიციებზე არიან.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში გამარჯვება მოიპოვა ბოლნისის სიონმაც. მასპინძლებმა გათამაშების დებიუტანტი ვიტ ჯორჯია მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი ზვიად სიხარულიამ მატჩის მიწურულს გაიტანა.
ზედიზედ მეორე დაპირისპირება მოიგო ბათუმის დინამომ. გია გეგუჩაძის გუნდმა მეოთხე ტურში გორის დილას მინიმალური სხვაობით სძლია. მასპინძელთა რიგებში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ნიკოლოზ საბანაძე გახდა.
გამარჯვების გარეშე სერიას აგრძელებენ რუსთავი და საჩხერის ჩიხურა, რომლებიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. აღნიშნული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მასპინძლები შეხვედრის დებიუტშივე თემურ ჩოგაძემ დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს კი წინასწორობა მიშიკო სარდალიშვილმა აღადგინა.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო შესვენება დაიწყო. საფეხბურთო ჩემპიონატი 30 მარტს საჩხერის ჩიხურასა და ბოლნისის სიონის დაპირისპირებით განახლდება.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
