დინამო თბილისი 0:1 დინამო ბათუმი
ბათუმელების პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში...
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩში დინამო თბილისმა საშინაო მატჩში დინამო ბათუმს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით - 0:1 დასრულდა.
მატჩში ერთადერთი გოლი ბათუმელთა ცენტრალურმა მცველმა - გიორგი გადრანმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ სტანდარტული სიტუაციიდან, მე-12 წუთზე თავური დარტყმით გაიტანა.
შემდეგ შეხვედრას დინამოელები 17 მარტს თბილისურ დერბიში, გასვლაზე ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებენ, ხოლო ბათუმის დინამო ერთი დღით ადრე სახლში გორის დილას ეთამაშება.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913