კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტური დღეს ქუთაისში გაიხსნა. კახა ჩხეტიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე თბილისის ლოკომოტივი მიიღო და მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა. ზედიზედ ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ მესამე ტურის მატჩი ტორპედომ ანგარიშით 0:2 დათმო. ზოგადად აღსანიშნავია ის, რომ ქუთაისელებს 27 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.
ლოკომოტივთან დაპირისპირებაში ანგარიში სტუმრებმა 75-ე წუთზე თეიმურაზ შონიას მიერ გატანილი გოლით გახსნეს, ხოლო ორამდე უპირატესობა ლუკა კიკაბიძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაზარდა.
3 ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივს 6 ქულა აქვს და ამ დროისთვის გათამაშების ცხრილს ლიდერობს, ამდენივე ქულით ტორპედო მესამე ადგილს იკავებს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის მომდევნო ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება.
თბილისის დინამო სახლში ბათუმის დინამოს უმასპინძლებს, საბურთალო კი მიხეილ მესხზე რუსთავს ეთამაშება.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913