- კვირას 16:00 საათზე გორში საქართველოს სუპერთასი გაიმართება
- მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ
საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი 24 თებერვალს, 16:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს სუპერთასის მოსაპოვებლად ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი - საბურთალო და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი - ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი შემოგთავაზებთ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 12 თებერვალს მიენიჭა.
ქუთაისელებს ქვეყნის სუპერთასის გათამაშება ორჯერ - 1999 და 2017 წლებში აქვთ წაგებული, ხოლო 2018 წელს კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა თასისთვის ბრძოლაში ჩიხურა დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის მესამე შიდა ტიტული. ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი საბურთალო სუპერთასის მოგებას პირველად შეეცდება.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი