ზამთრის თასი 2019 სანახაობრივი ფინალური შეხვედრით დასრულდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს "ცხინვალი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ცხინვალელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი ქურდაძემ გახსნა, ცხინვალელთა შემტევმა ძლიერი დარტყმით მეკარისაგან ახლო კუთხეში გაიტანა. მალევე "ცხინვალის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა, მე-8 წუთზე მეტოქის კარი ლევან ქურდაძემ აიღო. პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. დინამოელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მეორე ნახევარში შეძლეს, მე-15 წუთზე შედეგიანი დარტყმა ელგუჯა ჯანგველაძემ შეასრულა. გატანილი გოლის შემდეგ დედაქალაქელებმა აქტიურად შეტევა სცადეს, მაგრამ მე-17 წუთზე საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი მიიღეს და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა - 3:1 "ცხინვალის" სასარგებლოდ.
ცხინვალი 3:1 დინამო თბ
გოლები: 1:0 გ. ქურდაძე (4), 2:0 ლ. ქურდაძე (8), 2:1 ჯანგველაძე (15), 3:1 ლ. ქურდაძე (17)
ფინალურ შეხვედრამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და "რუსთავი" შეხვედნენ. უხვგოლიანი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 6:6 დასრულდა, პენალტები კი, უკეთ რუსთაველებმა შეასრულეს და 4:2 გაიმარჯვეს.
ლოკომოტივი 6:6 რუსთავი
გოლები: 0:1 სილაგაძე (3), 1:1 ჯიქია (6), 1:2 სილაგაძე (7), 1:3 კიტეიშვილი (9), 2:3 კიკაბიძე (9), 3:3 კიკაბიძე (10), 4:3 გურეშიძე (12), 4:4 სილაგაძე (14), 5:4 კობახიძე (17), 5:5 კიტეიშვილი (19), 6:5 კიკაბიძე (20), 6:6 ციცქიშვილი (20)
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. გუნდებსა და ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა, მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა. ზამთრის თასი 2019-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი "ცხინვალის" მოთამაშე ლევან ქურდაძე გახდა.
 
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
