ეროვნული ლიგის გამარჯვებული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე გამოვლინდა. 33-ე ტურში ,,საბურთალომ“ მიხეილ მესხზე მისი უშუალო კონკურენტი თბილისის ,,დინამო“ მიიღო და 2-1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიშის გახსნა სტუმრებმა ბუდუ ზივზივაძის მიერ გატანილი გოლით შეძლეს, თუმცა სტატუს-ქვო რამდენიმე წუთში გიორგი კოხრეიძემ ზუსტად შესრულებული პენალტის შედეგად აღადგინა. 24-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა დინამოელთა კარში კიდევ ერთი ბურთი შეაგდო და მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამრიგად ,,საბურთალომ“ არსებობის განმავლობაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილმა მწვრთნელის რანგში რიგით მეორე საჩემპიონო ტიტული მიითვალა.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი