- დინამოს კაჭარავას დამხმარე - ზაურ სვანაძე ჩაიბარებს
- ვეტერანი დინამოელი წარსულში კლუბის სარეზერვო შემადგენლობას წვრთნიდა
ჩიხურასთან დინამო არენაზე წაგებული მატჩის შემდეგ, სადაც თბილისელები - 1:4 დამარცხდნენ. კლუბმა თანამდებობიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი - კახი კაჭარავა გაათავისუფლა.
კაჭარავა დინამოში ვიაჩესლავ გროზნის შემცვლელად დაინიშნა. ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონი, 51 წლის სპეციალისტმა საჩემპიონო მატჩში - ქუთაისის ტორპედოსთან მარცხის შემდეგ მეორე ადგილზე დაასრულა.

კახი კაჭარავა დინამოს 2006, 2009-11 და 2017-18 წლებში წვრთნიდა. გუნდს, როგორც კლუბი იტყობინება მისი ასისტენტი, ოქროს დინამოს წევრი - ზაურ სვანაძე ჩაიბარებს.
სვანაძე, კაჭარავას ასისტენტობამდეც მუშაობდა დედაქალაქურ გუნდში, როდესაც სარეზერვო შემადგენლობას წვრთნიდა. ვეტერან ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19 წლამდელთა ნაკრებ გუნდებშიც უმუშავია.

2012-15 წლებში გალხდათ დამხმარე მწვრთნელი ბაქოს ინტერში, ხოლო 2015-17 წლებში, ამავე კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი