- რუსთავი 0:3 სიონი
- 0:1 ალექსანდრე კოშკაძე (12), 0:2 დათო კირკიტაძე (63), 0:3 გიორგი დათუნაიშვილი (90+3)
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის პირველმა შეხვედრამ , რომელიც ,,რუსთავსა“ და ბოლნისის ,,სიონს“ შორის გაიმართა, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში კორექტივები შეიტანა. ორივე გუნდისთვის პრინციპული შეხვედრა ბოლნისელების გამარჯვებით დასრულდა და შედეგად ,,სიონმა“ გასავარდნი ზონა დატოვა, ,,რუსთავმა“ კი პირიქით აუტსაიდერებში გადაინაცვლა.
თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდებმა უჩა სოსიაშვილის გუნდს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა, სტუმართა უპირატესობა ორამდე კი დათო კირკიტაძემ გაზარდა, მესამე გოლი კი გიორგი დათუნაიშვილის ანგარიშზეა.
32 ტურის შემდეგ ,,რუსთავს“ 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო ბოლნისის ,,სიონი“ 31 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.
მომდევნო ტურში რუსთაველები ფოთის ,,კოლხეთს“ დაუპირისპირდებიან. ბოლნისის ,,სიონის“ მეტოქე კი თბილისის ,,ლოკომოტივი“ იქნება.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი