ეროვნული ლიგის 31-ე ტური დღეს ორი შეხვედრით დასრულდა. მიმდინარე ტურის მესამე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა ფოთსა და სამტრედიას შორის შედგა. აუტსაიდერთ შორის გამართული შეხვედრის ბედი 37-ე წუთზე ფანცულაიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. სამტრედიელთა მოგებას სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით არაფერი შეუცვლია. ,,სამტრედია“ კვლავ მე-9 ადგილზე იმყოფება, ხოლო ფოთის ,,კოლხეთი“ კი 14 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
ტურის ცენტრალური მატჩი კი ქუთაისში ადგილობრივ ,,ტორპედოსა“ და თბილისის ,,დინამოს“ შორის გაიმართა. გარდა ტრადიციული პრინციპულობისა, აღნიშნული დაპირისპირება მნიშვნელოვანი იყო არსებული სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისითაც. სტუმრებს, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ ჩემპიონობის შანსი, სამი ქულა სჭირდებოდათ. ზემო აღნიშნულმა ფაქტორებმა გულშემატკივარზე დადებითად იმოქმედა და ქუთაისში ქართული ფეხბურთის ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას 9000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. თამაშის სცენარიდან გამომდინარე ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, თუმცა საბოლოო ანგარიში დედაქალაქელთათვის მაინც არასასურველი გამოდგა. ,,დინამო“ მე-60 წუთზე მათე ვაწაძემ დააწინაურა, 77-ე წუთზე კი სტუმართა უპირატესობა ლევან ხარაბაძემ გაზარდა. მასპინძლებმა მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე, მათე ცინცაძის თავური დარტყმით ჯერ ერთ ბურთამდე შეამცირეს უპირატესობა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თორნიკე კაპანაძემ ქულის მომტანი გოლი გაიტანა.
31 ტურის შემდეგ ,,დინამო“ 63 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება, ,,ტორპედო“ კი 56 ქულით მესამე პოზიციაზეა.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მერანი მრ
მეშახტე
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ