- დინამო თბ 0:1 ტორპედო
- თორნიკე კაპანაძის მეცამეტე გოლი მიმდინარე სეზონში...
დინამო არენაზე გამართულ 'ქართულ დერბიში' თბილისის დინამო ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთ გოლი, ქუთაისელთა შემტევმა - თორნიკე კაპანაძემ გაიტანა, აღნიშნული გოლი კაპანაძესთვის მიმდინარე სეზონში მეცამეტე აღმოჩნდა.

ქუთაისელთა ცხრიანმა, დინამო არენაზე საჩემპიონო მატჩშიც აიღო თბილისელთა კარი, რის შედეგაცად მაშინ ტორპედომ ჩემპიონობა იზეიმა.
ტორპედოსთან მარცხის შემდეგ, დინამო ლიდერ საბურთალოს 5 ქულით ჩამორჩება. ქუთაისელები კი ქართულ დერბიში მოგებით 55 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდნენ.
"მადლობა ჩემს ბიჭებს ასეთი მაგარი თამაშისთვის. სანახაობრივი ფეხბურთისთვის..." განაცხადა კახა ჩხეტიანმა. "გამარჯვებისთვის სული და გული დადეს. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან."
ტორპედოს 4 ნოემბერს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ისევ თბილისის დინამოსთან უწევს თამაში "უნდა ვეცადოთ, ენერგიები მაქსიმალურად სწრაფად აღვიდგინოთ. ეს თამაში დავიწყებულია..." განაცხადა ჩხეტიანმა.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი