- კუკესი 2:0 ტორპედო (ორი მატჩის ჯამში / 4:5)
- ქუთაისელები ევროპის ლიგის პლეი-ოფში ლუდოგორეცს შეხვდებიან!
ქუთაისის ტორპედომ ევროპის ლიგის მესამე რაუნდის მატჩი, ალბანეთში, ადგილობრივი კუკესის წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი ალბანელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, თუმცა მიხეილ მესხზე, ქუთაისელებს 5:2 ჰქონდათ მოგებული და შემდეგ ეტაპზე, სწორედ კახაბერ ჩხეტიანის გუნდი გავიდა.
კუკესიმ ორივე გოლი პენალტით გაიტანა, ხოლო ქუთაისელებს ორი გოლი შვეიცარიელმა არბიტრმა ალაინ ბიერიმ არ ჩაუთვალა. თუმცა სადაო მომენტებზე, კახაბერ ჩხეტიანს მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ უსაუბრია "გამარჯვება მინდა მივულოცო კუკესის, მათ ეს დაიმსახურეს..." თქვა ჩხეტიანმა
? მატჩის მომენტები
"მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო..." განაცხადა ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა. "ქართული და ალბანური ფეხბურთი, დაახლოვებით იგივე განვითარების ეტაპზე დგას, ორივე ქვეყანა ახლა იწყებს ამ კუთხით პირველი დიდი ნაბიჯების გადადგმას და მინდა წარმატება ვუსურვო ალბანეთს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე."
- 23 აგვისტო | ტორპედო - ლუდოგორეცი | მიხეილ მესხი
- 30 აგვისტო | ლუდოგორეცი - ტორპედო | ლუდოგორეც არენა
ქუთაისელები პლეი-ოფში ბულგარულ, რაზგრადის ლუდოგორეცს შეხვდებიან. ლუდოგორეცმა ევროტურნირები, ჩემპიონთა ლიგაზე, ჩრდილო ირლანდიური - კრუსეიდერსის დამარცხებით დაიწყო (9:0 - ორი მატჩის ჯამში). მაგრამ შემდეგ, მეორე ეტაპიდან უნგრულ მოლ ვიდისთან (ყოფილი - ვიდეოტონი) გამოვარდა. ევროპის ლიგის მესამე რაუნდში, ბულგარელებმა ბოსნიური ჟრინსკი მოსტარის ბარიერი დაძლიეს.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                