კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ევროთასები: ჩიხურა შემდეგ ეტაპზეა, დინამო სახლში ბოლო წუთზე დამარცხდა!

  • ბეითარი 1:2 ჩიხურა
  • დინამო თბილისი 1:2 დუნაისკა სტრედა

საჩხერის ჩიხურამ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველი რაუნდის მატჩი ბეითარ იერუსალიმის წინააღმდეგ გასვლაზე, ტედი სტედიუმზე ჩაატარა და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში - 2:1 დაამარცხა.

ანგარიში, 62' წუთზე ისრაელის ნაკრების წევრმა - იდან ვერედიმ გახსნა. საჩხერლებმა მობილიზება შეძლეს, 73' წუთზე ლევან კაკუბავამ მარცხენა ფლანგიდან შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მიწურულს, 83' წუთზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა - გიორგი გაბედავამ პენალტით სოსო ფრუიძის გუნდი დააწინაურა - 1:2. ჩიხურა შემდეგ ეტაპზე სლოვენიურ მარიბორს შეხვდება.

ბუღრიძე

წარუმატებელი გამოდგა გუშინდელი დღე თბილისელებისთვის, კახა კაჭარავას გუნდმა დინამო არენაზე საპასუხო შეხვედრაში სლოვაკურ დუნაისკა სტრედას უმასპინძლა და შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.

ანგარიში 41' წუთზე თბილისელთა ძირითადის ფორვარდმა - ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, რომელმაც პირვლ შეხვედრაშიც გაიტანა... შემდეგ მთელი მატჩი დაბალ ტემპში, ორმხრივი შეტევების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო წუთებზე სლოვაკები გააქტიურდნენ და კოტ დივუარელმა ლეგიონერმა - ბაკუნ იუსუფ ბაიომ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მსგავსი ანგარიშით მორჩა პირველი მატჩი სლოვაკეთში... ასე დასრულების შემთხვევაში, დამატებითი ტაიმები დაინიშნებოდა, თუმცა სპილოს ძვლის სანაპიროელმა ბაიომ, დუბლი მიითვალა და ისევ თავური დარტყმით, შემდეგ ეტაპზე სლოვაკები გაიყვანა - 1:2.

ბუდუ ზივიზივაძე

ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშა ასევე სამტრედიაც, რომელიც ყაზახურ ტობოლთან, ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა. ხოლო ქუთაისის ტორპედო, ჩემპიონთა ლიგაზე მოლდოვის ჩემპიონთან - ტირასპოლის შერიფთან მარცხის შემდეგ, ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განაგრძობს და ფარერის კუნძულების გუნდს - ვიკინგურს ეთამაშება.

? ჩიხურას ახალი მოედნის მშენებლობა