- ტორპედო 2:1 შერიფი | ჩემპიონთა ლიგა
- სამტრედია 0:1 ტობოლი | ევროპის ლიგა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, ქუთაისის ტორპედომ მოლდოვის ჩემპიონს - ტირასპოლის შერიფს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.
მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო, კარგი მომენტი ჰქონდა ლევან კუტალიას. თუმცა პირველი გოლი მოლდოველებმა გაიტანეს, ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა წევრმა - ზიგუი ბადიბანგამ მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა - 0:1.

ზუსტად 10 წუთში, ქუთაისელთა მარცხენა ფლანგელი - გიორგი ქიმაძე შერიფის საჯარიმოში აღმოჩნდა, ჩამოწოდებულ ბურთს მიუსწრო და ანაგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში, მოლდოველთა საჯარიმოში ისევ ქიმაძის აქტიურობას პენალტი მოჰყვა, რომელიც ქუთაისელთა პენალტისტმა - გიორგი კუხიანიძემ გაიტანა.
მატჩი ქუთაისში, ტორპედოელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. კახა ჩხეტიანის გუნდი, ტირასპოლს 18 ივლისს, 1 ბურთიანი უპირატესობით ეწვევა.
"ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოედანზე მყოფებსაც და მის მიღმაც..." თქვა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე. "ეხლა რაც გვაკლია, ეს შეთემაშებაა... თამაშს ვნახავთ და შეცდომების გამოსწორებაზე ვიფიქრებთ. წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება!" ამბობს ტორპედოს მთავარი მწვრთნელი.
დაძაბული გამოდგა თბილისში, მიხეილ მესხზე სამტრედიასა და ყაზახური ტობოლის დაპირისპირება. სამტრედიელებმა მატჩი დრამატულად, მსაჯის მიერ დამატებული დროის მეხუთე წუთზე - მაქსიმ ფედინის მიერ გატანილი გოლით წააგეს! საქართველოს ნაკრების წევრები და ტობოლის ლეგიონერები - ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ორივემ მოედანზე 90' წუთი გაატარა.
"შეუთამაშებლობა ჩვენი მთავარი პრობლემაა, თუმცა როგორც პირველი 40 წუთი ვითამაშეთ, ისე რომ შეგვეძლოს ტობოლის დონის გუნდებთან ორივე ტაიმის თამაში, გაცილებით უკეთსი შედეგი გვექნებოდა." განაცხადა მატჩის შემდეგ გია ცეცაძემ.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მერანი მრ
მეშახტე
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ