- 27 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მოირჩინა
- ყენიამ თითქმის 10 წლიანი პაუზის შემდეგ, ლოკომტივში ისევ ითამაშა...
თითქმის ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ლევან ყენია მოედანს დაუბრუნდა. 27 წლის ნახევარმცველმა, კიდევ ერთი მძიმე ტრავმა გადაიტანა. ყენიამ 21 ივნისს, ლოკოს შემადგენლობაში კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ ითამაშა. ლევანი თამაშში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დავით ჯიქიას ნაცვლად ჩაერთო.

ყენიას პროფესიონალური კარიერა სწორედ ლოკოში დაიწყო. 2008 წლიდან, იგი წლების განმავლობაში იყო გერმანული შალკესა და დიუსელდორფის ფორტუნას წევრი, ასევე ითამაშა ლვოვის კარპატსა და პრაღის სლავიაში. საქართველოს ნაკრებში, "ყენოს" 2007 წლიდან, 29 მატჩი აქვს ჩატარებული და გატანილი აქვს 4 გოლი.
თბილისურ კლუბში, ლევანი 2017 წლის მაისში დაბრუნდა. მას შემდეგ, იგი 29რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და სრული დატვირთვით ვარჯიში ზუსტად ერთი წლის თავზე, მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი, ეროვნულ ლიგაში 18 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
რუსთავი
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
კოლხეთი 1913
გორი
სამტრედია