- ნიონში ევროპის ლიგის წილისყრა გაიმართა
- ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია...
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც სამი ქართული კლუბის მეტოქეები გამოვლინდა. 19 ივნისს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე გაირკვა, რომ ქუთაისის ტორპედოს, მოლდოვის ჩემპიონი - ტირასპოლის შერიფი დაუპირისპირდება, ხოლო ევროპის ლიგის წყვილები ასე გამოიყურება:
? დინამო თბილისი - დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი)
დუნაისკა სტრედა - დინამო | მოლა არენა | 12 ივლისი
დინამო - დუნაისკა სტრედა | დინამო არენა | 19 ივლისი
თბილისელები სლოვაკეთის მესამე ადგილოსანს შეხვდებიან. პირველ მატჩს სამხრეთ სლოვაკეთი 12 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა დინამო არენაზე 19 ივლისს გაიმართება.
დინამო - დუნაისკა სტრედას წყვილში გამარჯვებულს, მეორე რაუნდში დერი სიტი - დინამო მინსკის წყვილში გამარჯვებული შეხვდება.
? სამტრედია - ტობოლი (ყაზახეთი)
სამტრედია - ტობოლი | მიხეილ მესხი | 10 ივლისი
ტობოლი - სამტრედია | კოსტანაის ცენტრალური სტადიონი | 19 ივლისი
გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის გუნდს ეთამაშება. ტობოლმა ევროტურნირებზე ბოლოს 2011-12 წლებში ითამაშა.
იმერლები ტობოლს თბილისში, მიხეილ მესხზე 10 ივლისს უმასპინძლებენ, ხოლო გასვლით მატჩს კოსტანაიში 19 ივლისს გამართავენ.
? ჩიხურა - ბეითარ იერუსალიმი (ისრაელი)
ჩიხურა - ბეითარი | მიხეილ მესხი | 12 ივლისი
ბეითარი - ჩიხურა | ტედი სტედიუმი | 19 ივლისი
საჩხერლებს იერუსალიმის მთავარი საფეხბურთო კლუბი შეხვდათ. ბეითარმა, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ სახელი გადაირქვა და 'ბეითარ ტრამპ იერუსალიმი' გახდა.
პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხზე 12 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრას 19 ივლისს იერუსალიმის ტედი სტედიუმი უმასპინძლებს.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მერანი მრ
მეშახტე
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ