- ტორპედო - დილა / 18:00 საათი
დღეს, 18:00 საათზე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგა - ქუთაისის ტორპედოსა და გორის დილას მატჩით გაიხსნება.
30-ე ჩემპიონატისთვის გუნდებმა შეკრება თურქეთში გაიარეს, ტორპედომ მნიშვნელოვანი გაძლიერება - ჯაბა ლიპარიას და ევგენი ბოხაშვილის სახით მიიღო, ასევე გუნდმა საჩხერის ჩიხურას შემტევი - მიშიკო სარდალიშვილი დაიმატა.
გორის დილას რიგებს, სამტრედიელთა შარშანდელი ერთ-ერთი ლიდერი - დავით რაჟამაშვილი შეუერთდა, ასევე გუნდს გააძლიერებენ - ჰოლანდიელი ალვინ ფორტისი, ლოკომოტივის ყოფილი შემტევი ნოდარ ქავთარაძე, დინამოს და კოლხეთის ყოფილი უკრაინელი ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკი და გურამ სამუშაია, რომელმაც რაჟამაშვილის მსგავსად შარშანდელი სეზონი სამტრედიაში გაატარა.
ქუთაისურ მატჩს ტორპედოდან დისკვალიფიკაციის გამო 5 ფეხბურთელი გამოტოვებს, ტორპედო - დილას დაპირისპირებას პაატა მაჭარაძე განსჯის. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი ვებგვერდი შემოგთავაზებთ.
- გიორგი გურული - ტორპედო
- გიორგი ქიმაძე - ტორპედო
- ბექა ტუღუში - ტორპედო
- მაქსიმე ქვილითაია - ტორპედო
- ბიძინა მახარობლიძე - ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
რუსთავი
იბერია 1999
გაგრა
დინამო ბთ
დილა
ტორპედო
ოდიში 1919
გარეჯი
შტურმი
არაგვი
მერანი მრ
თელავი
სიონი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913