1 ოქტომბერს, მცხეთა პარკზე გასამართი ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და ზუგდიდს შორის, მატჩის დაწყებამდე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო გადაიდო.
თამაშის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი, რომელიც გუნდის ექიმისა და სასწრაფო დახმარების გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოთა მამინაშვილის დაღუპვის გამო და გულითადად თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს, საფეხბურთო კლუბ ზუგდიდსა და მის გულშემატკივრებს.
ახალი ამბები
სფფ-ის განცხადება
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913