საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში, სამტრედია – ლოკომოტივის მატჩში (2:1) პირველად იქნა გამოყენებული თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული პოლარის სისტემა.

მიღებული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, რომ შეხვედრაში ყველაზე დიდი მანძილი დაფარა სამტრედიელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა - 11,6 კმ. მასვე ეკუთვნის სპრინტების ყველაზე მეტი რაოდენობა - 67. დათუნაიშვილზე ოდნავ ნაკლები მანძილი -11,54 კილომეტრი დაფარა სამტრედიას მეორე საყრდენმა ნახევარმცველმა, გიული მანჯგალაძემ. სტუმართა შორის კი 11,19 კილომეტრით ლიდერობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე. #ეროვნულილიგა

მომდევნო ტურში პოლარის სისტემა ტორპედო - დინამოს შეხვედრაში დაითვლის ფეხბურთელთა მონაცემებს.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913