კვირას, 30 ნოემბერს ქუთაისში მეცხრე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და თბილისის დინამო დაუპირისპირდებიან.
ჯამში ეს გუნდები ერთმანეთს 67-ჯერ შეხვდნენ, აქედან 35 მატჩში დინამოელებმა გაიმარჯვეს, 16 შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ და 16 მატჩი დასრულდა ფრედ. საგულისხმოა, რომ ტორპედომ ბოლო საშინაო შეხვედრა დინამოს წინააღმდეგ 2011 წელს მოგო - 2:1. გოლები გრიგოლ დოლიძემ (7'), გიორგი მეგრელაძემ (11') და დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა ალბერტ იაგუემ გაიტანეს (42').
ქართული დერბი რამაზ შეგნელიას სახელობის მოედანზე 17:30-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ეროვნული ლიგა ინსტაგრამზე
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913