წყალტუბოს სამგურალმა საგარეჯოს გარეჯს მოუგო და მეხუთე ადგილზე გადავიდა. ეს მოხდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ბოლო მატჩში.
გარეჯი 1:4 სამგურალი
ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა. 86-ე წუთამდე ფრე იყო.
სწრაფი გოლი ვნახეთ, კერძოდ, სამგურალის ნახევარმცველმა ჟან კარლოსმა გამოზომილი დარტყმით გაიტანა.
გარეჯმა პირველ ტაიმში გაათანაბრა თამაზ ცეცხლაძის თავურით - 1:1.
მთავარი ამბები სწორედ 86-ე წუთიდან დაიწყო: ისევ ჟან კარლოსმა იმოქმედა მშვენივრად, კარგად მოატყუა მცველი და შორეულ კუთხეში დარტყმით დააწინაურა სამგურალი.
ამას მოჰყვა ველისოლის პასი და ჯეფერსონ ჯერალდოს გოლი. ხოლო ბოლოს იყო დემურ ჩიხლაძის 40 მეტრიდან გატანილი: სამგურალის კაპიტანმა დაინახა კარიდან წინ გამოსული მეკარე და მაღალი ტრაექტორიით ჩაუშვა ბურთი კარში. საბოლოოდ 1:4.
სამგურალი მეხუთე ადგილზე გადავიდა. გარეჯი კი მერვე საფეხურზეა.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი