გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ერთი მატჩი. თელავმა სტუმრად 1:0 მოუგო წყალტუბოს სამგურალს. ეს კახეთის გუნდის ზედიზედ მეორე გასვლითი გამარჯვებაა.
საინტერესოა, რომ შარშან თელავს გიორგი ჭელიძე წვრთნიდა, ხოლო სამგურალს - გიორგი მიქაძე. ახლა კი პირიქით, მიქაძე კახეთის გუნდს თავკაცობს, ჭელიძე კი იმერულს.
მატჩის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა. ირაკლი რუხაძის კარგ გარღვევასა და პასს მოჰყვა მირიან ჯიქიას ზუსტი თავური - 0:1. ეს ჯიქიას პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.
სამგურალი მესამე ადგილზე რჩება, თუმცა მეოთხეზე და მეხუთეზე მყოფ დინამო თბილისსა და გორის დილას ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და 4 ქულით ჩამორჩებიან წყალტუბოელებს.
თელავი მერვე ადგილზეა. წინა ტურში მიქაძის გაწვრთნილებმა სტუმრად სამტრედიას სძლიეს (2:0), ახლა კი სამგურალსაც აჯობეს. ანუ ორივეჯერ იმერეთში იმარჯვეს.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი